სამოქალაქო ჟურნალისტიკა

სამოქალაქო ჟურნალისტიკა
ასეთად იწოდება ისეთი ჟურნალისტიკა, რომელიც მოტივირებულია არა მხოლოდ კომერციული ინტერესებით ან თუნდაც ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მოსაზრებებით (როგორიცაა, ვთქვათ, ფაქტების პირუთვნელი გადმოცემა), არამედ საზოგადოებაში გარკეული (ჩვეულებრივ - ლიბერალური) ღირებულებების გაძლიერებით. ბუნებრივია, სსო-ები უფრო ადვილად პოულობენ საერთო ენას ისეთ გამოცემებთან ან სამაუწყებლო კომპანიებთან, რომლებშიც შედარებით ძლიერია სამოქალაქო ჟურნალისტიკის სულისკვეთება. ასეთ მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხშირად ერთობლივი პროექტების სახესაც იღებს, და მედიის მხრიდან არის მეტი ასეთი ერთობლივი პროექტის მოთხოვნილება.
Source: ნოდია გია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები: სტრატეგიის განაცხადი / გია ნოდია; მშვიდ., დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, სამოქ. ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ., 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»